ნონა გაფრინდაშვილს 81 წელი შეუსრულდა
Aa
Aa

ნონა გაფრინდაშვილს 81 წელი შეუსრულდა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია. მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალ ლეგენდას დღეს 81 წელი შეუსრულდა.

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. იგი გახლავთ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული და საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის.

ასევე, ნონა გაფრინდაშვილი გახლავთ საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები