მაიამი ჰიტი, ფილადელფია სევენთი სიქსერსი
Aa
Aa

ემბიდის გარეშე რთულია - მაიამიმ ფილადელფია დაამარცხა

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანმა, „მაიამი ჰიტმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსთან“ სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფლორიდელები ჯოელ ემბიდის გარეშე დარჩენილ „ფილას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდნენ და 106:92 იმარჯვეს.

„მაიამის“ ქომაგთათვის კარგი ამბავი ჯიმი ბატლერის დაბრუნებაა, რომელმაც 25 აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა. „ჰიტის“ ერთ-ერთ ლიდერს კარგი მატჩი არ ჰქონია და 16-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო, თუმცა 15 ქულა და 9 მოხსნა მაინც გააკეთა. „მაიამის“ რიგებში საუკეთესო ტაილერ ჰირო იყო, რომელმაც 25 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჰირო დუინ უეიდს გაუთანაბრდა და 23 წლის შესრულებამდე, „ჰიტის“ მაისურით, პლეიოფში მეორე 25-ქულიანი შეხვედრა ჩაატარა. ბემ ადებაიოს 24 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა, ხოლო ტაკერი და ვინსენტი 10-10 ქულით გამოირჩნენ.

„ფილადელფიას“ მხრიდან 27 ქულით საუკეთესო ტობაიას ჰერისი იყო. ტაირიზ მაქსიმ 19 ქულა გააკეთა, ჯეიმს ჰარდენი კი 16 ქულას, 9 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. აღნიშნული ტრიოს გარდა, „სევენთი სიქსერსის“ რიგებში 10-ქულიანი ბარიერი არავის გადაულახავს.


ამრიგად, „მაიამი“ დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრას ისევ საკუთარ კედლებში გამართავს. მატჩი 5 მაისსაა ჩანიშნული და თბილისის დროით, 03:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე თავის ასაკში - Deportevalenciano მამარდაშვილზე
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე თავის ასაკში - Deportevalenciano მამარდაშვილზე