რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ცონგა წავიდა
ცონგა წავიდა
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
„გენიალური ბიჭი“ საქართველოდან -  კვესელაძეზე სკივინგტონმა ისაუბრა
Aa Aa
28 აპრილი 2022  |  17:08

„გენიალური ბიჭი“ საქართველოდან - კვესელაძეზე სკივინგტონმა ისაუბრა

‘გლოსთერის’ თავკაცმა ჯორჯ სკივინგტონმა, 2020 წლის დეკემბერში შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიასთან გატანილი ლელოს შემდეგ, ფსონი უცნობ ქართველ მოთამაშეზე, გიორგი კვესელაძეზე გააკეთა. მაშინ ის მარნეულის ‘არმაზის’ 23 წლის ნახევრადპროფესიონალი იყო და ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ბრაიან ო’დრისკოლმა თვითერზე დითირამბებით შეამკო.

„მე რომ ევროპული კლუბი ვიყო, რომელიც ცენტრს ეძებს, სერიოზულად დავაკვირდებოდი ქართველ 13 ნომერ გიორგი კვესელაძეს. შესანიშნავი ლელოს გარდა, ის გამოირჩა დაცვაში საიმედო თამაშით. განათლებული და შრომისმოყვარეა“ – დაწერა მაშინ ო’დრისკოლმა.

იმ დღეს კვესელაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე არ გამხდარა, თუმცა მისი შედეგები საუკეთესო იყო შემოდგომის ერთა თასზე და მალე ‘გლოსთერმა’ უხმო. 16 თვის შემდეგ ის ინგლისურ კლუბში, პრემიერლიგის ნახევარფინალში თავისი მე-15 მატჩისთვის ემზადება.

‘გლოსთერში’ თამაშის პარალელურად, ის საერთაშორისო კარიერას აგრძელებდა და ნოემბერში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა, მერე კი საქართველოს 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლაში დაეხმარა. სკივინგტონი ქართველ მორაგბეზე ამბობს:

„ის ხარისხიანი მოთამაშეა. ირლანდიას მან მართლაც გამორჩეული ლელო გაუტანა. ახლა მას პრემიერლიგის ინტენსივობასთან შეგუების პერიოდი უდგას და მუხლჩაუხრელად შრომობს საკუთარი თამაშის დასახვეწად და ინგლისური ენის შესასწავლად. მას სურს ჩვენი გუნდის ნაწილი იყოს და აშკარაა, ნათელი მომავალი აქვს. ამ სეზონში მას არ ქონდა საკმარისი სათამაშო დრო და რამდენჯერმე გაემგაზვრა საქართველოს ნაკრებში, რის გამოც სასურველი ბალანსი ვერ დავიცავით, თუმცა ის შესანიშნავი ადამიანი და მორაგბეა და დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოს ნაკრებში თამაშისას, ის შთამბეჭდავი იყო დაზღვევისას, თუმცა ჩვენ გვსურს, ენერგია საჭირო დროს გამოიყენოს და ჩაჯდეს სისტემაში. ‘ბრისტოლთან’ მან ეს შესანიშნავად მოახერხა და ‘ვუსტერთან’ 12 ნომრის პოზიციასაც კარგად გაართვა თავი. გიორგიმ თამაშის მერე მითხრა, რომ მოსწონს 12 ნომრად თამაში. მას მუდმივი პროგრესი აქვს და მას უფრო მეტო სათამაშო დრო ექნება, ვიდრე გასულ სეზონში. მჯერა, ის ძალიან კარგი მოთამაშე გახდება. ღია ვართ და დიდი ყურადღებას ვუთმობთ ‘გლოსთერის’ ახალგაზრდა მოთამაშეებს, თუმცა სხვა, დაბალის დონის ჩემპიონატებში, რომლებიც ვერ პასუხობენ პრემიერლიგის სტანდარტებს, არიან გიორგის მსგავსი შემსრულებლები და თუ ასეთ ხარისხიან შემსრულებლებს ვიპოვნით, შესანიშნავი იქნება. სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე შესასრულებლად, თუმცა მე ღია ვარ ნებისმიერისთვის, ვისაც სწავლა და განვითარება უნდა"

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
„ძიძის დავუძახებთ, ცუდი არ იქნება“ - დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა
„ძიძის დავუძახებთ, ცუდი არ იქნება“ - დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა