ნიკოლოზ ბასილაშვილი, ილია ივაშკა
Aa
Aa

ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო - ბასილაშვილმა ივაშკა დაამარცხა

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ATP-ის ეგიდით ტურნირი დაიწყო. ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში რეიტინგის 44-ე ნომერს, ივაშკას დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში 3:6 6:2 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტში სრულ უპირატესობას ბელარუსი ჩოგბურთელი ფლობდა. ივაშკამ ორი ბრეიკი შეასრულა და მარტივად გაიმარჯვა. მეორე სეტი ქართველის კარნახით წარიმართა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ნიკოლოზმა ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. ამის შემდეგ ბასილაშვილმა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი ჩაწოდება აიღო და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

გადამწყვეტ სეტში, აშკარად ჩანდა, რომ ბასილაშვილი უკეთესად იყო მომზადებული. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და ივაშკა მდევრის როლში აღმოჩნდა. სიტუაცია აღარ შეიცვალა და ბასილაშვილი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მიუნხენის ტურნირი სწორედ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ტიტულის დაცვა კი წარმატებით დაიწყო. ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 54 წუთი გრძელდებოდა. ასევე გეტყვით, "ბასილას" მეტოქე მეოთხედფინალში კეჩმანოვიჩი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები