ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მერკვილაძის აღიარება - 20 წლის ფორვარდი წლის საუკეთესო სპორტსმენია

ლოიოლა მერიმაუნტის უნივერსიტეტის წლის საუკეთესო სპორტსმენად 20 წლის ქართველი კალათბურთელი ალექსანდრე მერკვილაძე დასახელდა. საერთო ჯამში, მერკვილაძემ უნივერსიტეტის 9 სახეობის სპორტსმენებს აჯობა, მათ შორის ფეხბურთელებსა და ბეისბოლის მოთამაშეებს.

2021-22 წლების სეზონში ამპლუით მსუბუქმა ფორვარდმა საშუალოდ ერთ მატჩში პარკეტზე 20,4 წუთი გაატარა, 5,2 ქულა ჩააგდო, 3,3 მოხსნა და 0,5 პასი შეასრულა. მან ყველაზე მეტი ქულა ''ბრინგჰემ იანგს'' ჩაუგდო, თუმცა ამ მატჩში მისი გუნდი 20-ქულიანი სხვაობით 59:79 დამარცხდა.

NCAA-ში WCC-ის კონფერენციაში მერკვილაძის გუნდმა 11 მატჩი მოიგო, 18 შეხვედრა დათმო, მისი გუნდი მეორე წრეში დამარცხდა.

მერკვილაძე ქუთაისშია დაბადებული, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. მისი სიმაღლე 203 სანტიმეტრია. 2025 წელს მერკვილაძეს NBA-ს დრაფტზე გასვლის უფლება ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონჩიჩის შოუ იუტასთან - ჯაზმა ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა
დონჩიჩის შოუ იუტასთან - ჯაზმა ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა