ტაისონ ფიური, ენტონი ჯოშუა
Aa
Aa

„მთვრალმა ფიურიმ დამირეკა და ენტონი ჯოშუას ნომერი მთხოვა“ - WBC-ის პრომოუტერი

WBC-ის პრომოუტერმა ედი ჰერნმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ტაისონ ფიურიმ დილიან უაითთან გამარჯვების შემდეგ დაურეკა და ენტონი ჯოშუას ნომერი სთხოვა.

„მისი კარგად არ მესმოდა, რადგან მთვრალი იყო და მეც რესტორანში ვიყავი. მას „ეიჯისთან“ დარეკვა უნდოდა და მისი ნომერი მთხოვა. ვფიქრობ, უბრალოდ ხალხის გაღიზიანება უნდოდა. უბრალოდ დავეთანხმე და ტელეფონი გავუთიშე“, - განაცხადა ჰერნმა.

WBC-ის პრომოუტერმა აღნიშნა, რომ ფიური კარიერის დასრულებას არ აპირებს და ამის შესახებ, მის მიერ გაკეთებული განცხადება უბრალოდ „ბლეფია“.

„ტაისონ ფიური პლანეტაზე ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია და მასზე უარყოფით კონტექსტში გაკეთებული განცხადებები კარგად ვერ მიიღება. უბრალოდ გეტყვით, რომ ტაისონი „ბლეფის“ შესანიშნავი მოთამაშეა. ის არსად მიდის, მას წინ კიდევ არაერთი დიდი ბრძოლა აქვს. ფიური ახლა მთელ პლანეტაზე საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეა, მას სრული თავისუფლება უნდა მივცეთ“, - ციტირებს ედი ჰერნის სიტყვებს Vringe.com-ი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, WBC-ის მძიმე წონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში გულშემატკივარმა ტაისონ ფიურისა და დილიან უაითის დაპირისპირება იხილა. ტაისონ ფიურიმ მე-6 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და საჩემპიონო ქამარსაც დაესაკუთრა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ბრიტანელმა მოკრივემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიური: მოხუცი, მელოტი ბიჭი ვარ და მივდივარ, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით
ფიური: მოხუცი, მელოტი ბიჭი ვარ და მივდივარ, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით