ტორონტო რეპტორსი, ფილადელფია სევენთი სიქსერსი
Aa
Aa

ტორონტოს ზედიზედ მეორე გამარჯვება - ფილადელფიამ სერია ვერ დახურა

„ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ საკუთარ კედლებში სერია ვერ დახურა და „ტორონტო რეპტორსს“ ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა. „ფილა“ 3:1-ს იგებდა და საშინაო კედლებში მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ 88:103 დამარცხდა.

„რეპტორსი“ მე-5 შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდა. კანადელებმა ერთ-ერთი ლიდერის, ფრედ ვენვლიტის გარეშე იასპარეზეს, მაგრამ დაცვაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ და სასურველი შედეგის დაფიქსირება მოახერხეს. „ტორონტოს“ დაცვამ „ფილადელფიას“ პარკეტიდან 38.3 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან - 27 პროცენტით შეატევინა.

„რეპტორსს“ პასკალ სიაკამმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ოჯი ანუნობისა და გარი ტრენტ ჯუნიორს 16-16 ქულა ჰქონდათ, პრეშეს აჩიუვამ 17 ქულა ჩააგდო, ხოლო სკოტი ბარნსმა 12 ქულა გააკეთა. „ფილადელფიას“ მხრიდან 20 ქულითა და 11 მოხსნით ჯოელ ემბიდი გამოირჩა. ტობაიას ჰერისმა 16 ქულა მიითვალა, ჰარდენმა, გრინმა და მექსიმ კი - 15, 14 და 10.

ამრიგად, „ფილადელფია“ სერიაში 3:2-ს ლიდერობს და მომდევნო მატჩს სტუმრად გამართავს. „სევენთი სიქსერსმა“ თუ ასე გააგრძელა, დიდი შანსია გამარჯვებულის გამოსავლენად მე-7 შეხვედრა დაინიშნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტის MVP - შერმადინს კუთვნილი ჯილდო გადასცეს
მარტის MVP - შერმადინს კუთვნილი ჯილდო გადასცეს