ნზონზი "იუვეში"?
„ჩემპიონთა ლიგის“ ფინალისტმა, ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა „სევილიას“ ნახევარმცველი, სტივენ ნზონზი დაიმატოს.
ესპანური Marca-ს ინფორმაციით, იტალიელები სევილიაში უახლოეს დღეებში ჩავლენ და ნზონზის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა.