ფინიქს სანსი, ნიუ ორლეან პელიკანსი, დევინ ბუკერი, კრის პოლი, ბრენდონ ინგრემი, იონას ვალანჩუნასი
Aa
Aa

ფინიქსს ბუკერის გარეშე უჭირს - ნიუ ორლეანმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანს, „ფინიქს სანსს“ ერთ-ერთი ლიდერის, დევინ ბუკერის გარეშე სერიოზული პრობლემები აქვს. არიზონელთა უკანახაზელი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება და მისი არყოფნით „ნიუ ორლეან პელიკანსი“ კარგად სარგებლობს. სერიის მე-3 შეხვედრის წაგების შემდეგ, „ნიუ ორლეანმა“ მეტოქე 118:103 დაამარცხა და წონასწორობა აღადგინა - 2:2.

„პელიკანსის“ წარმატების მთავარი შემოქმედი ბრენდონ ინგრემი გახლდათ, რომელიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო - 30 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა. ინგრემს მინიმუმ 30 ქულა პლეიოფის ზედიზედ 3 შეხვედრაში აქვს ჩაგდებული, რაც „პელიკანსის“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ინგრემს იონას ვალანჩუნასი დაეხმარა - 26 ქულა, 15 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, სი ჯეი მაკკოლუმის ანგარიშზე კი 18 ქულა იყო.

„ფინიქსს“ 23 ქულითა და 8 მოხსნით დეანდრე ეიტონმა ულიდერა. არიზონელთა გამთამაშებელს, კრის პოლს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა და 4 ქულას, 11 შედეგიან გადაცემასა და 3 მოხსნას დასჯერდა. „სანსის“ უკანახაზელმა პარკეტიდან 25 პროცენტით შეუტია, საჯარიმო სროლის უფლება არ მიუღია და არც სამიანი ჩაუგდია. პოლს პლეიოფში ამაზე ცუდი შეხვედრა ბევრი ნამდვილად არ ჰქონია.

ამრიგად, „ფინიქსმა“ საკუთარი კედლების უპირატესობა დაიბრუნა და მომდევნო შეხვედრაში მასპინძლის სტატუსით იქნება. „სანსისა“ და „პელიკანსის“ მე-5 მატჩი 27 აპრილს, თბილისის დროით, 06:00-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,გიორგი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა
,,გიორგი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" | რას წერს ვალენსიას გულშემატკივარი