მაიკ ტაისონი
Aa
Aa

„მგზავრმა მაიკს წყლის ბოთლი ესროლა" - ტაისონის ინციდენტის დეტალები

გუშინ, TMZ-იმ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, ლეგენდარული მოკრივე, მაიკ ტაისონი თვითმფრინავში, ერთ-ერთ მგზავრს დაუნდობლად როგორ უსწორდება. „რკინის მაიკის“ ქმედებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს კი Daily Mail-მა იმ მიზეზებზე დაწერა, რომლებმაც ტაისონის გაღიზიანება გამოიწვია.

ბრიტანულ გამოცემას 55 წლის მოკრივის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს, რომელიც დეტალებს ასაჯაროებს და აცხადებს: „სამწუხაროდ, მაიკ ტაისონს თვითმფრინავში, ერთ-ერთ მგზავრთან ინციდენტი მოუვიდა. მგზავრი მის გასაღიზიანებლად ყველაფერს აკეთებდა და საკუთარ ადგილზე მყოფ მაიკს წყლის ბოთლიც ესროლა."

ტაისონის წარმომადგენლის სიტყვებს რამდენიმე უცხოური გამოცემაც ადასტურებს, TMZ-ი კი აღნიშნავს, რომ  სან ფრანცისკოს პოლიცია დანაშაულის ადგილზე მალევე გამოცხადდა და ორი ადამიანი დააკავა. ერთ-ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და დაზარალებულმა ინციდენტის დეტალებზე საუბარზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ TMZ-ის ცნობით, მგზავრსა და ტაისონს შორის თავდაპირველად, ყველაფერი კარგად დაიწყო. თვითმფრინავში ასვლისას ის და მისი მეგობარი ტაისონს მიესალმნენ და მასთან ფოტოც გადაიღეს, თუმცა მოგვიანებით, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თვითმფრინავში მგზავრს სცემა - მაიკ ტაისონი სკანდალში გაეხვია
თვითმფრინავში მგზავრს სცემა - მაიკ ტაისონი სკანდალში გაეხვია