ბერძნული მედიის სკანდალი -
Aa
Aa

ბერძნული მედიის სკანდალი - "პაიემ დოპინგის ტესტი ვერ გაიარა და პაოკთან ითამაშა"

ევროპულ ფეხბურთში ახალი სკანდალი აგორდა. კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში „მარსელი“ „პაოკს“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა. ბერძნული მედია კი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ პირველ მატჩამდე, დიმიტრი პაიეს პარიზში დოპინგის ტესტი ჩაუტარეს და პასუხი დადებითი იყო. ამ ფაქტს ყურადღება არავინ მიაქცია და ფრანგმა ფეხბურთელმა ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბერძნული გამოცემა Sportime.gr წერს, რომ „მარსელის“ ან პაიეის დასჯის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი. ის ლაბორატორია, რომელმაც დიმიტრის ანალიზი ჩაუტარა, რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ანალიზის შედეგების გასაჯაროებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს ფაქტი კი ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

ცნობილი გახდა, რომ ამგვარი ინფორმაციის მოპოვების უფლება მხოლოდ სამეთვალყურეო ორგანოს აქვს. საუბარი, საფრანგეთის ანტიდოპინგურ სააგენტოზეა. აღნიშნული ორგანიზაცია კი არაფერს აკეთებს.

ბერძნული მხარე ამ ფაქტის დავიწყებას არ აპირებს და უახლოეს პერიოდში ფართომასშტაბიან გამოძიებას გეგმავს. ცნობისთვის, დიმიტრი პაიემ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. „მარსელის“ შემტევმა თითო გოლი ორივე მატჩში გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები