„60-იანი წლების კატენაჩო, ეს საერთოდ რა ფეხბურთია?
Aa
Aa

„60-იანი წლების კატენაჩო, ეს საერთოდ რა ფეხბურთია?" - საკიმ სიმეონეს ატლეტიკო გააკრიტიკა

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ „ატლეტიკო“ და დიეგო სიმეონეს გუნდის მიერ „სიტისთან“ ნაჩვენები ფეხბურთი გააკრიტიკა. „ქალაქელებთან“ მატჩში „როხიბლანკოს“ მეტოქის კარისკენაც არ დაურტყამს და მადრიდელთა ასპარეზობაზე საკიმ ვრცლად ისაუბრა.

„ატლეტიკოს თამაში 60-იანი წლების კატენაჩოს ჰგავს, რომელიც მოძველებული იდეაა. ეს საერთოდ რა ფეხბურთია? რომ გაიმარჯვო, ასეთი თამაშით მოგება მაინც არ გაგახარებს და წარმატებას ხრიკების წყალობით აღწევ. პირადად მე, ეს ძალიან არ მომწონს. ჩემთვის გასაკვირია, ესპანელები, რომლებიც ლამაზ ფეხბურთს არიან მიჩვეული, ასეთ თამაშს რომ ეგუებიან. სიმეონე გუნდის ლიდერია, მაგრამ უკეთ უნდა იმუშაოს და საკუთარი თავის მეტად სჯეროდეს.

ფეხბურთის ასეთი სტილი ანადგურებს პუბლიკას, რომელსაც ლამაზი თამაშის ხილვა და ემოციების მიღება სურს. ერთხელ, გულიტმა მკითხა, საჯარიმოში ჩაწოდებებსა და გოლების თავით გატანას რატომ არ ვცდილობთ, რაზეც ასე ვუპასუხე: „შემთხვევით თავური დარტყმით გოლი რომ გავიტანოთ, მომავალში სულ ასე ვითამაშებთ“. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ნიდერლანდებისა და იტალიის ნაკრებების მატჩს პელე დაესწრო. იტალიელები მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში იდგნენ, მაგრამ მაინც მოიგეს, რის შემდეგაც პელემ მითხრა: „სამწუხაროა, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ არ იციან, ფეხბურთი როგორ ითამაშონ.“ ატლეტიკომ ზუსტად იგივე გააკეთა! დაცვა, დაცვა და დაცვა“!

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც 13 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხომ ვამბობდი ლოკოდან არ უნდა გაგვეშვა-მეთქი“ - სიომინი ხვიჩაზე
„ხომ ვამბობდი ლოკოდან არ უნდა გაგვეშვა-მეთქი“ - სიომინი ხვიჩაზე