ისტორიული მაჩვენებლები | რა შეცვალა ხვიჩას ტრანსფერმა ეროვნული ლიგის ისტორიაში
Aa
Aa

ისტორიული მაჩვენებლები | რა შეცვალა ხვიჩას ტრანსფერმა ეროვნული ლიგის ისტორიაში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში, დინამო ბათუმის მაისურით, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. სრულად სავსე ბათუმი არენაზე კვარაცხელიამ სრული მეორე ტაიმი ჩაატარა.

დინამო ბათუმმა კვარაცხელიას დამატებით ქართულ ფეხბურთში არსებული ციფრები შეცვალა და რამდენიმე საინტერესო რეკორდიც დააფიქსირა, მაგალითისთვის:

  • ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად - საქართველოს ეროვნული ლიგის ჯამური ფასი ისტორიულ მაჩვენებელზეა – 55.16 მილიონი ევრო, აქედან 16 მილიონი ევრო მხოლოდ 21 წლის შემტევი ღირს;

  • ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად - ქართული გუნდის ჯამური ფასი 24.23 მილიონი ევროა;

  • ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად - რანგით უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი 16 მილიონ ევროდაა შეფასებული;

პოპულარული სამენეჯერო -სააგენტოს, Transfermarkt -ის მიხედვით, ხვიჩა ეროვნული ლიგის 9 გუნდის მთლიან შემადგენლობაზე ძვირია და უფრო ძვირი იქნებოდა მე-10 გუნდ დინამო ბათუმზეც, უშუალოდ მისი ამჟამინდელი კლუბი რომ არ იყოს.

,,ვიცით როგორი ფეხბურთელია ხვიჩა, ის საქართველოში ნებისმიერი გუნდისთვისაა სასურველი", - ასე გამოეხმარა დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე ხვიჩას დებიუტს.

აღსანიშნავია, რომ დროებითი ტრანსფერის შესახებ იტალიურმა Corriere dello Sport-მა და Napolicalciomercato-მ დაწერეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა ნაპოლის შეუთანხდა და ზაფხულში, დინამო ბათუმის დატოვების შემდეგ, იტალიურ გუნდს შეუერთდება.

გამოცემები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია ნაპოლისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი 1 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დევდარიანი: ,,დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას გამო სტადიონებზე სამჯერ მეტი ადამიანი მივა
დევდარიანი: ,,დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას გამო სტადიონებზე სამჯერ მეტი ადამიანი მივა"