ტორპედო რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს 2 წლის განმავლობაში უფასოდ გამოიყენებს
ქუთაისის ტორპედოში რეორგანიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბი ნიუ ვიჟენმა ჩაიბარა, რომელიც მეორე აუქციონზე ერთადერთი დაინტერესებული მხარე აღმოჩნდა და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი 577 017 ლარად გახდა. გუნდს გია ცეცაძე კახა ჩხეტიანის ნაცვლად სწორედ ნიუ ვიჟენის გადაწყვეტილებით შეუერთდა და ძირითადი ბირთვი ახალი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.
კლუბის სრული წილის ჩაბარების შემდეგ, ნიუ ვიჟენს მხარდაჭერა ქუთაისის მერიამ გამოუცხადა. როგორც CrystalSport-ისთვის გახდა ცნობილი, 2 საფეხბურთო სეზონის განმავლობაში ტორპედო საშინაო არენაზე მატჩებს უსასყიდლოდ ჩაატარებს. აღნიშნული საკითხი მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით განიხილა, დადებითი პასუხზე შეჯერდა და კლუბს გადაწყვეტილების შესახება აცნობა. შედეგად, ქუთისის ტორპედო წლიურად დაახლოებით ნახევარ მილიონს დაზოგავს.
CrystalSport-ის ინფორმაციითვე, აღნიშნულ საკითხზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მერიასა და ნიუ ვიჟენის წარმომადგენლობას შორის სტადიონთან დაკავშირებული დროებით, სიმბოლურ თანხაზე მოლაპარაკებები ვერ შედგა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია/ტორპედო
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ეს-ესაა განახლდა. 3 ტურის შემდეგ, ქუთაისის წარმომადგენელს 3 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით, მე-8 ადგილს იკავებს. გია ცეცაძის გუნდს მომდევნო საშინაო მატჩი 2 აპრილს, სამგურალის წინააღმდეგ ელის, რომელიც სტარტს 19:00 საათიდან აიღებს.