ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 5 მედალი და გუნდური მესამე ადგილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 5 მედალი და გუნდური მესამე ადგილი

ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.

სამწუხაროდ ფინალური შეხვედრები შმაგი ბოლქვაძემ და გელა ბოლქვაძემ დათმეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ხოლო ბრინჯაოს მედალი რობერტ კობლიაშვილმა დაისაკუთრა.

72 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ფალავანი უნგრელ რობერტ ატილა ფრიჩს დაუპირისპრიდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 წააგო. ბუდაპეშტის ხალიჩაზე შმაგიმ ფინალამდე სამ მეტოქეს სლოვაკ ლეოს დრმოლას, ლიეტუველ კრისტუპას სლეივასა და აზერბაიჯანელ ულვი განიზადეს აჯობა.

82 კილოში კი გელა ბოლქვაძე ფინალში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა. ფინალურ შეხვედრამდე ბოლქვაძემ ასევე სამ მეტოქეს უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვს, თურქ ბურჰან აკბუდაკისსა და პასკალ ეიზელეს მოუგო.

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი რობერტ კობლიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში  იტალიელ მიკრო მინგუზის აჯობა.

საქართველოს ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 5 მედლითა და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა. ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა,რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვს 3:1 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია - 3 მედალი და 2 ოქროს შანსი
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია - 3 მედალი და 2 ოქროს შანსი