კვარა ტოპ სამში შეიყვანა | მორატამ ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელა
„რეალის“, „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ალვარო მორატამ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. მორატამ საკუთარი ტოპ 3 შეადგინა და თანამემამულე ფეხბურთელები გამოარჩია, თუმცა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
„ოქროს ბურთის დაჯილდოება? ჩემი ტოპ სამი ასეთია: პირველი — ლამინ იამალი, მეორე — როდრი, მესამე — ხვიჩა კვარაცხელია. გამიხარდება, თუ ლამინი მოიგებს, რადგან როდრის ეს ჯილდო ერთხელ უკვე მიუღია. ასევე, მინდა, ოქროს ბურთი დანი ოლმოს ან პედრის გადასცენ“.
როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის მოხვდა და 26 ოქტომბერს გავიგებთ, პრესტიჟულ ჯილდოს მოიგებს თუ არა. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას ლონდონი უმასპინძლებს და ამ მომენტისთვის მთავარ ფავორიტად ჰარი კეინს მოიაზრებენ, მეორე ადგილს კი იამალი იკავებს.
ავტორიტეტული გამოცემის, Goal-ის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში კვარაცხელია მეცხრე ადგილს იკავებს და ერლინგ ჰოლანდს, უსმან დემბელეს, როდრის, კილიან მბაპეს, მაიკლ ოლისეს, ლიონელ მესის, ლამინ იამალსა და ჰარი კეინს ჩამორჩება. Givemesport-ის რეიტინგში კი ქართველი ფეხბურთელი მეათე ადგილზეა.