Aa
Aa

ჩეიკ ტიოტე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი, ჩეიკ ისმაელ ტიოტე, 30 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს საშინელი ცნობა ბრიტანულმა გამოცემებმა (მათ შორის BBC-მ) რამდენიმე წუთის წინ დაადასტურეს.

როგორც ირკვევა, ტიოტეს გულის შეტევა ვარჯიშის მიმდიარეობისას მოუვიდა და ადგილზე დაიღუპა. 

ტიოტე ფეხბურთის გულშემატკივარს პრემიერ ლიგიდან ემახსოვრება. იგი 2010-2017 წლებში "ნიუკასლის" ერთ-ერთი ლიდერი იყო და კლუბის მაისურით 200-მდე მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

ცოტა ხნის წინ თავისი ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალება "ნიუკასლმაც" დაადასტურა.

კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველი მიმდინარე წლის თებერვალში ჩინურ "ბეიჯინ ენთერპრაისში" გადავიდა. მას სხვადასხვა დროს ბელგიურ "ანდერლეხტში", ჰოლანდიურ "როდასა" და "ტვენტეში" უთამაშია.

ჩიეკ ისმაილ ტიოტეს კოტ დ'ივუარის ნაკრების რიგებში, 2009-2015 წლებში, 52 შეხვედრა ჰქონდა ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები