ოფიციალურად: ფეხბურთში 5 ცვლილების წესი საბოლოოდ დაინერგა
Aa
Aa

ოფიციალურად: ფეხბურთში 5 ცვლილების წესი საბოლოოდ დაინერგა

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB), რომელიც ფეხბურთის წესებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო გახლავთ, 2022/23 წლების სეზონის წესებში სიახლე შეიტანა.

შესაძლოა უკვე ამას სიახლე აღარც ჰქვია, თუმცა ამიერიდან ოფიციალურად, ფეხბურთში 5 ცვლილება დამტკიცებულია და ეს ყველა ჩემპიონატსა, თუ ქვეყანაში იმოქმედებს.

ეს წესი როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის დღიდან მოქმედებს და დროებითი იყო, თუმცა ფეხბურთს აშკარად მოუხდა და სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალა, რასაც მწვრთნელებიც ერთხმად აღნიშნავდნენ.

დიდი ჩემპიონატებიდან ინგლისის პრემიერ ლიგა იყო ერთადერთი, სადაც კვლავ 3 ცვლილება მოქმედებდა, თუმცა როგორც ხედავთ, ამიერიდან ხსენებული წესი ყველასათვის ამოქმედდება.

რას ამბობდა გუარდიოლა ინგლისში 5 ცვლილების არარსებობაზე

„ინგლისი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არ მიიღო ხუთი ცვლილების წესი, აქ სამით თამაშობენ. რატომ? ჩვენ გვსურს ფეხბურთელების დაცვა, ამიტომ ხუთი ცვლილებაა საჭირო. ეს ბევრად უკეთესია თამაშების რაოდენობის გათვალისწინებით, მაგრამ პრემიერ ლიგა და სხვა კლუბები ამ წესს ეწინააღმდეგებოდნენ.

მომეცი რაღაც, რაც უფრო შეესაბამება მოთამაშის კეთილდღეობის იდეას. პრემიერ ლიგაში ხუთი შეცვლა არ არის. ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. იქნებ გაფიცვა გვჭირდება ხალხის ყურადღების მისაქცევად. მაგრამ არა მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძის გოლი ლეგენდების მატჩში - რეინჯერსი ფიგუს გუნდთან დამარცხდა
არველაძის გოლი ლეგენდების მატჩში - რეინჯერსი ფიგუს გუნდთან დამარცხდა