გიორგი რობაქიძე
Aa
Aa

რობაქიძის საგოლე პასი - ოდესის ჩორნომორეცი აღზევებასთან ახლოსაა

უკრაინის პირველი ლიგის ბოლოსწინა ტურში ოდესის „ჩორნომორეცი“, რომლის ღირსებასაც ქართველი ნახევარმცველი გიორგი რობაქიძე იცავს, პირველადგილოსან „ბუკოვინას“ ესტუმრა და 3:1 გაიმარჯვა.

რობაქიძე თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდან ჩაერთო და უკვე 50-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა.

 

აღსანიშნავია, რომ „ბუკოვინასთვის“ ეს სეზონში პირველი მარცხია, თუმცა ამ გუნდმა უკრაინის პრემიერლიგაში აღზევება უკვე გაინაღდა, მეორე საგზურისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი კი სწორედ „ჩორნომორეცია“. ბოლო ტურში ოდესელები მე-10 ადგილზე მყოფ ხარკოვის „მეტალისტს“ შეხვდებიან და 1 ქულის აღების შემთხვევაშიც კი პრემიერლიგის საგზურს მოიპოვებენ. მათი მთავარი კონკურენტი „ლივი ბერეგია“, რომელიც ბოლო ტურში მეხუთეადგილოსან „ინჰულეცს“ დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, გიორგი რობაქიძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მას ასევე „კოლხეთში“ და „ვიტ-ჯორჯიაში“ უთამაშია, „ჩორნომორეცს“ კი გასული წლის თებერვალში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 20 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკა გაგნიძეს დანიური ვარიანტიც გამოუჩნდა - უკრაინული მედია
ნიკა გაგნიძეს დანიური ვარიანტიც გამოუჩნდა - უკრაინული მედია