იდეალური დაბრუნება ნაკრებში - ერიქსენმა ნიდერლანდებს გაუტანა
Aa
Aa

იდეალური დაბრუნება ნაკრებში - ერიქსენმა ნიდერლანდებს გაუტანა

ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს ნიდერლანდების და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 2010 წლის მუნდიალის ფინალისტის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ერთი შეხედვით, აღნიშნული დაპირისპირება დიდ ინტერესს არ იწვევდა, თუმცა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა მაინც მიენიჭა.

პირველ რიგში, სათადარიგოთა სკამზე იჯდა კრისტიან ერიქსენი, რომელიც ევრო 2020-ზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დანიის ნაკრებში აღარ გამოჩენილა და მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგური მატჩებისთვის უხმო.

„ბრენტფორდი“ ნახევარმცველი მინდორზე მეორე ტაიმის დასაწყისში 46-ე წუთზე გამოჩნდა. გულშემატკივრები მას ოვაციით შეხვდნენ და ზუსტად 2 წუთში კრისტიანმა გოლი გაიტანა. 30 წლის ნახევარმცველის გოლი სტადიონზე შეკრებილი პუბლიკისთვის საკმაოდ ემოციური გამოდგა და ეს მათი რეაქციიდანაც გამოიხატა. ერიქსენს ყველა ტაშს უკრავდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პირველ ტურში, დანიელმა ნახევარმცველმა გულის შეტევა იყო და რომ არა ექიმების დროული ჩარევა, კრისტიანი სიცოცხლეს ტრაგიკულად დაასრულებდა. რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, ერიქსენს სპეციალური ჰიდრო დეფიბრილატორით მისცეს თამაშის უფლება და ახლა ის „ბრენტფორდის“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები