არტეტა: თამასა მაღლა ავწიეთ - ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა
„არსენალის“ მწვრთნელმა მიკელ არტეტამ, პრემიერლიგის მოგების შემდეგ, კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილზე ისაუბრა.
30 მაისს ფინალში „მეთოფეები“ „პსჟ“-ს შეხვდებიან.
„ჩვენ თამასა ახალ დონეზე ავწიეთ. აი, სად ვართ ახლა - პრემიერ ლიგის ჩემპიონები ვართ. და ახლა შემდეგ დონეზე უნდა გადავიდეთ, ეს კი ექვს დღეში ბუდაპეშტში მოხდება - ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ და ეს ვიცით.
ახლა ჩვენი ერთადერთი ამოცანა ამ მიზნის მიღწევაა. გუნდში, ბიჭებს შორის, ყველაში წარმოუდგენელი ენერგიაა, ბევრს ოჯახი აქვს, ბევრი იცნობს ერთმანეთს როგორც კლუბის შიგნით, ისე მის გარშემო.
თქვენ ხედავთ სიხარულს, მაგრამ ასევე ხედავთ ამბიციებსაც. ჩვენ ეს გავაკეთეთ - მოვიგეთ პრემიერ ლიგა, მაგრამ ახლა სხვა რამ გვსურს. და ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი გზის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ძალიან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ შეგვიძლია გავიდეთ და გავიმარჯვოთ.
გამარჯვება ბევრჯერ წარმოვიდგინე. მით უმეტეს, რამდენიმე სეზონში მასთან ძალიან ახლოს ვიყავით. მაგრამ ამჯერად რაღაც განსაკუთრებული იყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი ვიზუალიზაციაზე. თვალებს ვხუჭავდი და მომენტალურად წარმოვიდგენდი ამ სურათს, რაც სხვა სეზონებისგან განსხვავდებოდა. ეს სეზონის დასაწყისიდანვე კი არ დამიწყია, არამედ სადღაც მარტში ან აპრილში.
კონკრეტულად რა წარმოვიდგინე? ეს იყო სურათი, სადაც თასს მაღლა ვწევ. სულ ეს არის. ვფიქრობ, საკუთარი თავის უნდა დამეჯერებინა, რათა ეს რწმენა და ენერგია გუნდისთვის გადამეცა“,
- განაცხადა არტეტამ.