ჰალი, მიდლსბრო
Aa
Aa

მაკბერნის გოლი და დრამა უემბლიზე - ჰალი პრემიერლიგაში დაბრუნდა

ინგლისის ჩემპიონშიფის პლეიოფის ფინალში „ჰალ სიტიმ“ „მიდლსბრო“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

„უემბლიზე“ გამართულ მატჩში, რომელსაც 85 000-მდე მაყურებელი დაესწრო, ერთადერთი გოლი 95-ე წუთზე „ვეფხვების“ შოტლანდიელმა ფორვარდმა, ოლივერ მაკბერნიმ გაიტანა.

ნახევარფინალში ჰალმა ორი მატჩის ჯამში „მილუოლს“ მოუგო (0:0, 2:0), „მიდლსბრო“ კი „საუთჰემპტონთან“ დამარცხდა (0:0, 1:2). ამის შემდეგ ინგლისური ფეხბურთი ჯაშუშურმა სკანდალმა შეძრა: „მიდლსბრომ“ „წმინდანები“ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

როგორც აღმოჩნდა, 8 მაისს, ამ გუნდების პირველი მატჩის წინ „საუთჰემპტონის“ ანალიტიკოსი „მიდლსბროს“ ვარჯიშის ჩაწერის და ტაქტიკის შესახებ ინფორმაციის ფოტოგადაღების პროცესში გამოიჭირეს. მას ვიდეოჩანაწერი წააშლევინეს და „მიდლსბროს“ საწვრთნელი ბაზის ტერიტორია დაატოვებინეს, შემდეგ კი კლუბმა EFL-ს მიმართა.

დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ საუთჰემპტონი ფლეი-ოფიდან მოკვეთა, მას შემდეგ, რაც კლუბმა „აღიარა EFL-ის რეგულაციების მრავალჯერადი დარღვევა, რაც დაკავშირებულია სხვა კლუბების ვარჯიშების უნებართვო გადაღებასთან“. ასევე „წმინდანებს“2026/27 წლების სეზონში 4 ქულა დააკლდებათ.

ამგვარად, პრემიერლიგის მომდევნო სეზონში „ქოვენთრისთან“ და „იფსვიჩთან“ ერთად „ჰალ სიტისაც“ ვიხილავთ. აქვე გეტყვით, რომ ბოლოს „ჰალი“ პრემიერლიგაში 2016-17 წლების სეზონში ასპარეზობდა, როცა მე-18 ადგილზე გავიდა და ჩემპიონშიფში გავარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯაშუშური სკანდალი ჩემპიონშიფში - საუთჰემპტონს დისკვალიფიკაცია ემუქრება
ჯაშუშური სკანდალი ჩემპიონშიფში - საუთჰემპტონს დისკვალიფიკაცია ემუქრება