გაბრიელ მარტინელი
Aa
Aa

„გვჯერა, რომ ბუდაპეშტიდან თასით დავბრუნდებით“ - გაბრიელ მარტინელი

ლონდონის „არსენალის“ შემტევმა, გაბრიელ მარტინელიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ფავორიტად არ მიიჩნევს.

გაბრიელ მარტინელი:

„უკვე მიჩვეულები ვართ იმას, რომ როდესაც დიდ კლუბში თამაშობ და ტიტულებისთვის იბრძვი, გარე ზეწოლა და გარკვეული მოლოდინი ყოველთვის იქნება, თუმცა უნდა ისწავლო ამისგან დისტანცირება. იგივე მოხდა პრემიერლიგაში - რომ მოგვესმინა, რას ლაპარაკობდნენ ჩვენზე სხვები, ჩემპიონები ვერ გავხვდებოდით.

ამიტომ, საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. გვჯერა, რომ კლუბი მზადაა: ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, გულშემატკივრები... ბუდაპეშტში იმ განწყობით მივდივართ, რომ უკან ჩემპიონთა ლიგის თასით დავბრუნდებით“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალი და პსჟ ითამაშებენ. მატჩი 30 მაისს გაიმართება და ხვიჩა კვარაცხელიას ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგების შესაძლებლობა ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი კარგად მიდის“ - დემბელე ფინალში ითამაშებს
„ყველაფერი კარგად მიდის“ - დემბელე ფინალში ითამაშებს