ანტონ თოლორდავა
Aa
Aa

მე-4 გოლი მე-14 მატჩში | თოლორდავას მორიგი გოლი ლიეტუვაში

ლიეტუვის უმაღლესი ლიგის მე-15 ტურში სუდუვამ შინ ლიდერ კაუნო ჟალგირისს 2:1 მოუგო. 59-ე წუთიდან სუდუვა 1:0-ს იგებდა. 82-ე წუთზე თამაშში სტუმართა ქართველი ფეხბურთელი ანტოლ თოლორდავა ჩაერთო, მეორე დამატებულ წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს (მე-5 დამატებულ წუთზე).

 

ამ მატჩში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა, სუდუვას სათადარიგოთა სკამზე ამპლუით ცენტრალური მცველი რატი გრიგალავა იჯდა, 89-ე წუთზე ცვლილებაზე გამოვიდა. 19 წლის ფეხბურთელია, რომელიც სიმაღლეში 1,88 მეტრია, ლიეტუვურ კლუბს მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა, ჩემპიონატის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ თასზე ითამაშა.

29 წლის თოლორდავამ, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია (სიმაღლე: 1,92 მ.) 2026 წლის სეზონში ლიეტუვის უმაღლეს ლიგაში 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა. საფეხბურთო საზოგადოებამ თოლორდავა თელავიდან გაიცნო. ესტონური ლევადიას, სერბული რადნიჩკისა და ყაზახური ყარაგანდის შახტიორის ყოფილი ფეხბურთელი 2025 წლის ზამთრიდან კაუნო ჟალგირისის ღირებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი და საგოლე პასი ბორდოსთან | ამიენმა 24 წლის ქართველი ფეხბურთელი გაიფორმა
დუბლი და საგოლე პასი ბორდოსთან | ამიენმა 24 წლის ქართველი ფეხბურთელი გაიფორმა