იზოლაცია ებოლას ვირუსის გამო - პრობლემები კონგოს ნაკრებში
კონგოს ეროვნულ ნაკრებში ეპიდემიაა. ნაკრების მძღოლსა და სამედიცინო სტაფის ერთ-ერთ წევრს ებოლას ვისური დაუდასტურდათ.
თეთრი სახლის მსოფლიო ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ ჯულიანიმ, ESPN-ს განუცხადა, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა FIFA-ს, კონგოს ნაკრებსა და კინშასას მთავრობას აცნობეს, რომ გუნდმა ბელგიაში, სადაც მოთამაშეები ვარჯიშობენ, იზოლირებული „ბაბლი“ უნდა შეინარჩუნოს.
„ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ კონგოს, რომ მათ 21 დღის განმავლობაში უნდა შეინარჩუნონ თავიანთი ‘ბაბლის’ მთლიანობა. შემდეგ კი 11 ივნისს ჰიუსტონში ჩამოსვლა შეეძლებათ,“ — თქვა ჯულიანიმ.
„კონგოს მთავრობასაც ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ ეს რეჟიმი უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ში გამგზავრების უფლება შეიძლება დაკარგონ. ამაზე უფრო მკაფიო ვერ ვიქნებით. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვირუსი ჩვენს საზღვრებს არ მიუახლოვდება.“
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ AFP-სთვის გაგზავნილ განცხადებაში ჯულიანიმ აღნიშნა, რომ პრიორიტეტია „ამერიკელი ხალხის, მონაწილე გუნდებისა და მილიონობით გულშემატკივრის უსაფრთხოება“.