10 დაუვიწყარი ფრაზა: 6 წლის წინ, ამ დღეს - ფეხბურთმა იოჰან კრუიფი დაკარგა
Aa
Aa

10 დაუვიწყარი ფრაზა: 6 წლის წინ, ამ დღეს - ფეხბურთმა იოჰან კრუიფი დაკარგა

კრუიფის ფილოსოფიამ დროს გაუძლო და ევოლუციაც განიცადა, რაც მის სახელს უკვდავს ხდის. ის იყო საჭირო პროგრესი, რომელმაც ფეხბურთი დროის მორევიდან გამოიყვანა და მომავალში ამოგზაურა.

ჩემთვის ის კარგ ლექტორს ჰგავს, რომლის ლექციებსაც დიდი სიამოვნებით ესწრები, რადგან იცი, რომ მისგან რაღაც ახალს, საინტერესოს და მნიშვნელოვანს გაიგებ, რომელიც სამომავლოდ განვითარებაში დაგეხმარება.

დღეს 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდელმა ამქვეყნიური ცხოვრება დატოვა, მაგრამ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

გთავაზობთ კრუიფის 10 დაუვიწყარ ფრაზას, რომელიც ფეხბურთის ნამდვილი საგანძურია:

„გამარჯვება მნიშვნელოვანია, თუმცა ვერაფერი შეედრება იმას, რომ გაგაჩნდეს საკუთარი სტილი, ხალხი შენგან სწავლობდეს და შენით აღფრთოვანებული იყოს. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია".

„ხარისხი შედეგის გარეშე უაზრობაა, შედეგი ხარისხის გარეშე კი მოსაწყენია".

„ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია, იგი მარტივად ითამაშო".

„სჯობს საკუთარი შეცდომის გამო დამარცხდე, ვიდრე სხვამ შეგიყვანოს შეცდომაში".

„მე არ ვარ რელიგიური პიროვნება, ესპანეთში 22-ვე ფეხბურთელი პირჯვარს გადაიწერს ხოლმე, ეს რომ ამართლებდეს ყველა მატჩი ფრედ დასრულდებოდა".

„იტალიელები ვერასდროს მოგიგებენ, მაგრამ შენ მათთან შეიძლება წააგო”.

„ტექნიკა ბურთის ათასჯერ აკენწვლა არაა. ამას შეგიძლია ვარჯიშით მიაღწიო, შემდეგ კი ცირკში იმუშაო. ტექნიკა პასის ერთი შეხებით, შესაფერისი ძალით, შესაფერისი ფეხით და შესაფერისი თანაგუნდელისთვის გაკეთებაა".

„სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელი ბურთს საშუალოდ 3 წუთის განმავლობაში ფლობს... ასე, რომ მთავარია, რას აკეთებთ თქვენ უბურთოდ ყოფნის 87 წუთის განმავლობაში. სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, ხარ, თუ არა კარგი მოთამაშე."

„რომ მინდოდეს, ჩემი ნათქვამი გაიგოთ, უკეთ აგიხსნიდით".

„მე ვფიქრობ, უკვდავი ვარ"!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"აბრამოვიჩს სანქციები მოუხსენით" - ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მიმართა