ბათუმი ხვიჩას ტრანსფერს ადასტურებს, რუბინი წერს: ,,მორჩით, რომ სადმე მიდის
Aa
Aa

ბათუმი ხვიჩას ტრანსფერს ადასტურებს, რუბინი წერს: ,,მორჩით, რომ სადმე მიდის"

გასულ დღეს ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო ბათუმმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ გულშემატკივარს ინფორმაცია ოფიციალური გვერდის მეშვეობით მიაწოდა.

თავის მხრივ, ხვიჩას სამომავლო გეგმებს გამოეხმაურა ყაზანის რუბინიც. რუსულმა კლუბმა სოციალურ ქსელში კვარაცხელიას ფოტო შემდეგი, პროვოკაციული წარწერით ატვირთა:

,,მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ!" 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ ყაზანის რუბინს უმასპინძლა და ანგარიშით - 6-1 დაამარცხა. საწყისი 26 წუთის შემდეგ ცსკა 4:0-ს იგებდა, 38-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი შემდეგ კონსტანტინ კუჩაევმა ანგარიში შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში რუბინის კაპიტანი სწორედ ქართველი ფეხბურთელი იყო.

საინტერესო იყო პირდაპირი რეპორტაჟის მიმდინარეობისას Match TV-ის კომენტატორების განცხადება, რომელიც იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ ეს მატჩი ქართველი ტალანტისთვის რუბინის რიგებში სავარაუდოდ, ბოლოა: 

ხვიჩას გუნდს ბოსნიას წინააღმდეგ ამხნაგური შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებულია, ეს კი სანაკარებო პაუზამდე ბოლო მატჩია.  არ არის გამორიცხული, რომ ამ შეკრების შემდეგ ხვიჩა ყაზანში აღარ დაბრუნდეს. შესაძლოა, კაპიტნის დღევანდელი სამკლავური სიმბოლურია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას  25 მარტს დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ალბანეთში ითამაშებს. საკლუბო კარიერის გარკვევამდე კი ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადშია ახალგაზრდა ტალანტიც, რომელიც მომავალი შეხვედრებისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა |  მატჩისწინა კომენტარები
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა | მატჩისწინა კომენტარები