ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, მიხეილ ბახბახაშვილი, ნინო ლოლაძე
Aa
Aa

ფინალში გავიდნენ | შავდათუაშვილის და ლიპარტელიანის ბრწყინვალე გამარჯვებები

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი  (-73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.) ფინალში გავიდნენ.

შავდათუაშვილმა ფინელ ვალტერი ოლინს შიდოებით მოუგო, რუმინელი ლუჩიან დუმიტრესკუ ტრავმის გამო არ გამოცხადდა, მეოთხედფინალში კოსოვოელი აკილ გიაკოვა დამატებით დროში იპონით დაამარცხა, 1/2 ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ბენჟამინ გაბას დამატებით დროში იპონით მოუგო. ფინალში მისი მეტოქე ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება.

შავდათუაშვილის გამარჯვება მეოთხედფინალში

შავდათუაშვილის გამარჯვება ნახევარფინალში

ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.) ნორვეგიელ ელისა ბიუეროსს 4 იუკოს იპირატესობით მოუგო, იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს - იუკოთი, 1/4 ფინალში რუსი ქსენია გალიცკაია დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა, ნახევარფინალში მარიცა პერისიჩს დამატებით დროში იპონით მოუგო.ფინალში მისი მეტოქე ისრაელელი ტიმნა ნელსონ ლევი იქნება.

ლიპარტელიანის გამარჯვება მეოთხედფინალში

ლიპარტელიანის გამარჯვება ნახევარფინალში

მიხეილ ბახბახაშვილი ( -73 კგ.), ნინო ლოლაძე (-57 კგ.) და ნინო წიკლაური (-63 კგ.) წარუმატებლად გამოვიდნენ და ევროპის ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები