დასანანი მარცხი - ჰარუ ბაშოს მეშვიდე დღეს ტოჩინოშინი იორიკირით დამარცხდა
2022 წლის მეორე სუპერტურნირი ოსაკაში მიმდინარეობს.
„ჰარუ ბაშოს“ მეშვიდე დღეს ქართველი რიკიში, ლევან გორგაძე მე-13 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. მათი 8 შეხვედრიდან 6 ლევან გორგაძის გამარჯვებით დასრულდა და ამიტომ, წარმატებული გამოსვლის მოლოდინი დღესაც იყო.
7 შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე 4 მოგება და 3 მარცხია.
შეგახსენებთ, რომ გასული სუპერტურნირი ტოჩინოშინმა 7 მოგებითა და 8 წაგებით დაასრულა. ქართველი სეკიტორი „ჰარუ ბაშოზეც“ იმავე წოდებით გამოდის და კვლავ დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა.