ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქაჯაია მსოფლიო რეიტინგის ლიდერია
Aa
Aa

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქაჯაია მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ ბერძნულ-რომაულ სტილში განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. 10 წონითი კატეგორიიდან ოთხში საქართველოს ნაკრების წევრები საუკეთესო ოთხეულში არიან.

130 კგ. წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია გამორჩეულია, უმძიმეს წონით კატეგორიას ლიდერობს. ამ წონაში მეორე ადგილზე კუბელთა ლეგენდარული მოჭიდავე მიხაილ ლოპეს ნუნიესია.

63 კგ. წონით კატეგორიას ირანელი დალხანი ლიდერობს, მეორე ადგილზე ლერი აბულაძეა.

67 კგ. წონით კატეგორიაში ირანელი გერაი ლიდერია, მეორე პოზიციაზე კი ქართველი რამაზ ზოიძეა. 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია მეოთხე პოზიციაზეა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე თვეში ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში, ფინალში სწორედ ქართველები გავიდნენ. ქართველი ფალავნები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ, 8 მედალი - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი კი გიორგი ცოფურაშვილს (130 კგ) ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოთა არველაძე, კაკა, მაკელელე - საქველმოქმედო მატჩი რეინჯერსის იუბილეზე
შოთა არველაძე, კაკა, მაკელელე - საქველმოქმედო მატჩი რეინჯერსის იუბილეზე