ზოზულია: ''ეს ბანერი უკან გაიკეთონ, რუსებს ამას არასდროს ვაპატიებთ''
Aa
Aa

ზოზულია: ''ეს ბანერი უკან გაიკეთონ, რუსებს ამას არასდროს ვაპატიებთ''

UEFA-ს ევროპა ლიგის 1/8-ფინალში ბერგამოს ''ატალანტასა'' და ლევერკუზენის ''ბაიერის'' შეხვედრაში ბერგამოელმა ქომაგებმა ბანერი გამოფინეს, რომელზეც კლუბის რუსი და უკრაინელი ლეგიონერები, ალექსეი მირანჩუკი და რუსლან მალინოვსკი არიან გამოსახულნი. ბანერზე მოთამაშეები ერთმანეთს ხელს ართმევენ.

ყველასთვის ცხადია, რომ ბანერი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ინტერვენციას უკავშირდება, თუმცა მაშინ როცა რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, ბანერის შინაარსი სრულიად უადგილო და აზრს მოკლებულია.

აღნიშნულ ბანერთან დაკავშირებით ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა რომან ზოზულიამ Facebook-ში დაწერა:

''შეუძლიათ, ეს ბანერი უკან გაიკეთონ. რუსებს ამას არასდროს ვაპატიებთ''.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 ქულა და ეფექტური პასი - ბეჟანიშვილის გამარჯვება G ლიგაში
9 ქულა და ეფექტური პასი - ბეჟანიშვილის გამარჯვება G ლიგაში