მე-4 ოქროს მედალი! გიორგი ქაცანაშვილი ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

მე-4 ოქროს მედალი! გიორგი ქაცანაშვილი ევროპის ჩემპიონია

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ხუთმა წევრმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) ჩემპიონობისათვის იბრძოდნენ.

97 კილოგრამ კატეგორიაში გიორგი ქაცანაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი ნორვეგიელი მარკუს ვორენის გამარჯვებით დაძლია, ხოლო მეოთხედფინალში ლიეტუველ არნოლდას ბარანოვას აჯობა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ავსტრიელ რაჯინგერს დაძაბულ ბრძოლაში 5:3 სძლია და ქართულ დელეგაციას მე-4 ოქროს მედალი მოუტანა!

ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ უფრო დამაჯერებელი და უფრო მეტად მომზადებული ქართველი აღმოჩნდა. არბიტრმა ბოლოს ქაცანაშვილის გდების შემდეგ 7:3 დააფიქსირა, თუმცა საბოლოოდ ტაბლოზე 5:3 შეფასება მისცეს და ფინალური შედეგიც ეს იყო.

შეგახსენებთ, რომ 63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი შოთაძემ ფინალში აზერბაიჯანელი ზია ბაბაშოვი დაამარცხა, მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა.

სულ ცოტა ხნის წინ კი 67 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი დიეგო ჩხიკვაძე გახდა, რომელმაც მედალი ასევე თურქი მეტოქის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

ასევე, 72 კკ. კატეგორიის ფინალში გიორგი ჩხიკვაძემ თურქი ტოპრაკის დამარცხება შეძლო. ბრძოლა დაძაბული გამოდგა და ქართველის გამარჯვებით 7:5 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსმა ტანმოვარჯიშემ ახსნა მაისურზე ასო Z რატომ დაიწერა
რუსმა ტანმოვარჯიშემ ახსნა მაისურზე ასო Z რატომ დაიწერა