ბალოტელი:
Aa
Aa

ბალოტელი: "მაშინ მესი და რონალდუ უნდა მოვკლა"

ფრანგული "ნიცას" იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ, მორიგი "ფრთიანი" კომენტარი გააკეთა. როცა მას ჰკითხეს, ექნება თუ არა "ოქროს ბურთის" მოგების შანსი, პასუხი ასეთი იყო:

"ამ შემთხვევაში, მესის და რონალდუს მოკვლა დამჭირდება. სერიოზულად თუ ვიტყვით, ჯერ კარიერაში ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც ასეთ ჯილდოს მომაგებინებს. ამისთვის გაცილებით მეტია საჭირო". 

ამის შემდეგ "სუპერ მარიოს" უახლოეს და შორეულ გეგმებზე დაეკითხნენ.

"ახლა ორ კვირიან არდადეგებზე გავდივარ. შესაბამისად, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის ყურებას არ ვაპირებ. 

ერთ დღესაც კარიერას იმ ქალაქის გუნდში დავასრულებ, სადაც დავიბადე. თუმცა ჯერ ახალგაზრდა ვარ". - ამბობს 26 წლის ბალოტელი.

შეგახსენებთ, რომ იგი ბრეშაშია დაბადებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები