გმირი საქართველოდან - ლოჩოშვილმა აუსტრიას ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა
ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში ვენის “აუსტრიამ'' ''ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, თუმცა ყველაზე მთავარი ეს არ იყო. ჯერ იმას გეტყვით, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც გმირობა ჩაიდინა.
მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა ფეხბურთელს ჯორჯ ტაიგლს ბურთზე ბრძოლისას კრისტოფ ვერნიცნიგის მუხლი მოხვდა თავში. ჯორჯი იმ წამსვე უგონოდ დაეცა მიწაზე. ფეხბურთელების ჩარევამ კი სიტუაცია უფრო გაამძაფრა.
Sky Sports წერს, რომ ყველაზე სწრაფად გონს ლუკა ლოჩოშვილი მოეგო, გაიაზრა მომხდარის სიმძიმე და თამამი ნაბიჯი გადადგა. ქართველმა ფეხბურთელმა ტაიგლის ენა დაიჭირა. როგორც ცნობილი გახდა, ''აუსტრიას“ ფეხბურთელი კვდებოდა და მას სიცოცხლე ლუკამ შეუნარჩუნა.
რამდენიმე წუთში ტაიგლი გონს მოვიდა და მინდორი ექიმების თანხლებით დატოვა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა 31 წლის ნახევარმცველი მხურვალედ გაამხნევეს. აპლოდისმენტები არც ლოჩოშვილს დააკლეს და მთელმა სტადიონმა მადლობა გადაუხადა.
.@WolfsbergerAC-Profi Luka #Lochoshvili wurde zum Helden! #SkyBuliAT #FAKWAC https://t.co/oO2x9YyNH6
— Sky Sport Austria (@SkySportAustria) February 27, 2022