ევროლიგამ რუსული კლუბების ყველა მატჩი გადადო
Aa
Aa

ევროლიგამ რუსული კლუბების ყველა მატჩი გადადო

ევროლიგამ რუსული კლუბების მონაწილეობით 27-ე ტურის სამი მატჩი გაურკვეველი ვადით გადადო.

დღეს მოსკოვის ცსკა-ს მიუნხენში „ბაიერნთან“ უნდა ეთამაშა, ესპანეთში „ბასკონიასა“ და ყაზან UNICS-ის მატჩი უნდა გამართულიყო. ხვალ კი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ „ბარსელონას“ შორის საშინაო შეხვედრა იყო ჩანიშნული.

პარასკევს, 25 თებერვალს, ევროლიგის 18-ვე კლუბი შეიკრიბება, რათა განიხილონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მიიღონ საჭირო ზომები.

რუსეთი-უკრაინის ომის მიმდინარე მოვლენები

Przegląd Sportowy-ის ცნობით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ამ საკითხზე პოლონეთის, შვედეთის და ჩეხეთის საფეხბურთო გაერთიანებები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.

არცერთ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს არ შეუძლია ჩაატაროს მატჩი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. მათ არ სურთ რუსეთთან ფეხბურთის თამაში.

ასეთი ინიციატივით გამოვიდა პოლონეთის საფეხბურთო კავშირი, რომელსაც მხარი დაუჭირეს შვედეთსა და ჩეხეთშიც. ორგანიზაციები ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკფადენი-შერმადინის დუეტი შეუჩერებელი იყო - საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
მაკფადენი-შერმადინის დუეტი შეუჩერებელი იყო - საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა