საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

მეკარემ 2-3 მეტრიდან აუღო | ლობჟანიძის გუნდის საშინაო მარცხი

MLS-ში  „რეალ სოლტ ლეიკი,’’ რომელსაც აშშ-ის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაბლო მასტროენი წვრთნის, შინ „ნიუ იორკ სიტისთან’’ 0:2 დამარცხდა.

„რეალ სოლტ ლეიკში’’ საბა ლობჟანიძემ მე-13 მატჩი ჩაატარა, 90 წუთი პირველად ითამაშა. მანამდე როტაციაში იყო, ხან სასტარტოში იყო და ცვლიდნენ, ხან სკამზე იჯდა და მეორე ტაიმში ერთვებოდა თამაშში.

საბა „ნიუ იორკ სიტისთან’’ თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გოლის გატანის სამი მცდელობა ჰქონდა, ორჯერ მეკარემ აჯობა (განსაკურებით რთული პირველი დარტყმა იყო, როცა დაახლოებით 2-3 მეტრიდან დაარტყა), ერთხელ სიზუსტე დააკლდა. მიუხედავად იმისა, რომ „ნიუ იორკ სიტიმ’’ ორი გოლი გაიტანა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამარჯვებულთა მეკარე მეთ ფრიზი გახდა (Sofascore, Flashscore). რაც შეეხება Whoscored-ს, მან საუკეთესოს აგუსტინ ოხედა დაასახელა, რომელმაც 2 საგოლე პასი შეასრულა. 

ქართველი გარემარბი MLS-ში 28 წლის ასაკში, 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, „ატლანტა იუნაიტედში’’ 3 წელი გაატარა და გასულ ზაფხულში კარიერა „რეალ სოლტ ლეიკს’’ დაუკავშირა. ახალი კლუბის რიგებში MLS-ში 10 მატჩი ჩაატარა (363 წუთი), 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ლიგის თასის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე
განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძეზე