ისკო:
Aa
Aa

ისკო: "მე ვრჩები"

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ისკომ, მის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ჩვენი გუნდის ფანებს სანერვიულო არაფერი აქვთ - მე ვრჩები. სიმართლეა, რომ რთული პერიოდი მქონდა, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა ვიგრძენი.

მინდა ოცნებები ავიხდინო და ტიტულები ჩემ გუნდთან ერთად მოვიგო, ჩემი ქალაქის გუნდთან ერთად, რომელსაც ჩემი მეგობრები და ოჯახი გულშემატკივრობს.

ძალიან ტკბილი მომენტია, რომლითაც უნდა დავტკბეთ. ეს "რეალის" თითოეულმა ფეხბურთელმა დაიმსახურა". - ამბობს ისკო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები