ესპანური პრესა: "ბარსას" ვალვერდე გაწვრთნის!
წამყვანი ესპანური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ "ბარსელონა" ერნესტო ვალვერდეს შეუთანხმდა და იგი კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდება.
როგორც ირკვევა, ვალვერდეს დანიშვნას "ბარსაში" თასის ფინალის შემდეგ დაადასტურებენ და იგი კატალონიელებთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
53 წლის სპეციალისტი, რომელიც 2013 წლიდან "ბილბაოს" უდგას სათავეში, "ბარსელონაში" ფეხბურთელობისას 1988-1990 წლებში თამაშობდა.
იგი თავდამსხმელი იყო და "ბარსას" მაისურით 22 თამაშში 8 გოლი გაიტანა.