საბედისწერო ლელო - 27 წლის მორაგბე გარდაიცვალა
Aa
Aa

საბედისწერო ლელო - 27 წლის მორაგბე გარდაიცვალა

რაგბის სამყაროში სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. 27 წლის მორაგბე ლელოს დადების დროს ისე დაზიანდა, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. საუბარი 27 წლის ჯეკ ჯეფერიზეა.

ჯეკ ჯეფერი ლონდონში ცხოვრობდა და კლუბ „ივეშამში“ თამაშობდა. საბედისწერო დაზიანება კი „ბერკსველის“ წინააღმდეგ მიიღო. მის გარდაცვალებას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.

ჯეფერის მამა:

„ჩემი შვილი საყვარელი საქმის კეთების დროს დაიღუპა. რაგბი მას ყველაზე მეტად უყვარდა. ჩემთვის იმის თქმა, რომ შვილი აღარ მყავს შოკისმომგვრელია. ჯეკი ყველაზე კეთილი, გულუხვი და ლამაზი შვილი იყო. მან თავისი არსებობით უამრავი ადამიანი გაახარა.“

27 წლის სპორტსმენის გარდაცვალებას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. რეალურად კი ამ ფაქტმა მთლიანი რაგბის სამყარო შეძრა. ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის ცნობილი, თუ რა გახდა ჯეკ ჯეფერის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები