ჩემპიონთა ლიგა 2024-2027 წლებში ტელეტრანსლირებიდან 15 მილიარდ ევროს მიიღებს
პსჟ-ს პრეზიდენტი და ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) თავმჯდომარე ნასერ ალ-ხელაიფი ამბობს, რომ 15 მილიარდი ევროს სატელევიზიო და მარკეტინგული გარიგება ჩემპიონთა ლიგისთვის იქნება „ახალი გარიჟრაჟი" იქნება.
ალ-ხელაიფი, The Times-ის მიერ მოპოვებულ წერილში, ასევე ამბობს, რომ 3-წლიანი ხელშეკრულება, რომელიც 2024-2027 წლებში ამოქმედდება, წელიწადში 5 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც კლუბების ძალაუფლების „ტექტონიკურ ცვლილებას" ნიშნავს.
ECA-ს და UEFA-ს აღმასრულებლები ასევე თვლიან, რომ გარიგება საბოლოოდ დაასრულებს სუპერლიგას, იდეას, რომელსაც მხარს უჭერენ მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი 2024 წლიდან ამოქმედდება. ჯგუფური ეტაპი შვეიცარიული სისტემით გაიმართება, მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება.
უეფა ჩემპიონთა ლიგაზე ოთხთა ფინალის მოწყობას გეგმავს
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ოთხთა ტურნირის ფორმატით ჩატარების შესახებ ისაუბრა.
საუბარია ნახევარფინალში მყოფ ოთხეულზე, რომლებიც ერთ ქალაქში შეიკრიბებიან და ნეიტრალურ მოედანზე თითო მატჩიან დაპირისპირებას გამართავენ, როგორც ეს სანაკრებო ტურნირებზე ხდება. მსგავსი რამ პანდემიის დროს 2019-20 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ასეთი ფორმატით ტურნირს ლისაბონმა უმასპინძლა.
„პანდემიის გამო, ჩვენ ჯერ არ გვქონია კონკრეტული დისკუსია, მაგრამ ვფიქრობ, ეს კარგი იქნება. მე განვიხილე ეს საკითხი რამდენიმე კლუბის პრეზიდენტთან, მათ შორის ნასერ ალ-ხელაიფისთან (პსჟ-ს პრეზიდენტი და ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელი) და ისინიც ეთანხმებიან ამას.
ფეხბურთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკული ფეხბურთი, მაგრამ სუპერ ბოული მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ აუნაზღაურონ კლუბებს ნახევარფინალში საშინაო მატჩების არარსებობის ზარალი. ეს შესაძლებელია“.
- ამბობს ჩეფერინი.