Aa
Aa

"რეალი" თვალი ობლაკს დაადგა

ძველი ამბავია, რომ მადრიდის "რეალი" მეკარის ძიებაშია. მისი მთავარი სამიზნეები დავიდ დე ხეა და ტიბო კურტუა არიან.

რადარზე კიდევ ერთი კიპერი, იან ობლაკი გამოჩნდა, რომელიც "ატლეტიკოს" კარში ძალიან წარმატებით დგას.

ობლაკის კონტრაქტში წერია, რომ მის მსურველ კლუბს 100 მილიონის გადახდა მოუწევს, თანაც "ატლეტიკომ" "რეალს" რაიმე სახის კომპრომისი შესთავაზოს, ესეც ძნელი წარმოსადგენია.

ესპანური პრესის თქმით, "სამეფო კლუბის" პირველი სამიზნე დე ხეაა, მეორე ადგილზე კურტუა დგას, ხოლო ობლაკის კანდიდატურა მხოლოდ ამის შემდეგ მოდის.

24 წლის სლოვენიელმა წლევანდელი ლა ლიგის 29 შეხვედრაში, 15-ჯერ კარი მშრალად შეინახა და ჯამში მხოლოდ 20 გოლი გაუშვა. უფრო თუ ჩავუღრმავდებით, მან კარში ზუსტად დარტყმული ბურთების 76% მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ "ათლეტთა" მეკარე თავის გუნდში ჟოზე მოურინიოსაც სურს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დავიდ დე ხეა წავა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები