კეინმა ლუკაკუს გადასწრო
Aa
Aa

კეინმა ლუკაკუს გადასწრო

გუშინ პრემიერ ლიგაში ერთი შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც "ტოტენჰემმა" სტუმრად "ლესტერს" 6:1 გადაურბინა.

ლონდონელთა მხრიდან ჰარი კეინმა 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. მან 26 ბურთი მოაგროვა და რომელუ ლუკაკუს 2 ბურთით გადაასწრო.

ბოლო ტურში "ტოტენჰემი" სტუმრად გავარდნილ "ჰალს" შეხვდება, ხოლო "ევერტონი" ასევე გასვლაზე "არსენალს" დაუპირისპირდება.

ასე რომ, კეინს დიდი შანსი აქვს პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ მეორედ გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები