"იუვენტუსმა" იტალიის თასი მოიგო
რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე", იტალიის თასის 2016-2017 წლების გათამაშების ფინალური შეხვედრაში, "იუვენტუსი" "ლაციოს" დაუპირისპირდა.
ტურინელებმა თამაში ძალიან აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლის გატანაც შეძლეს - მე-12 წუთზე თავი დანი ალვეშმა გამოიჩინა, რასაც 25-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა მიაყოლა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
"იუვენტუსმა" იტალიის თასი მეთორმეტედ მოიგო.