ზიდანი: "მორატა ჩემზე გაბრაზებული არ იყო"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "სელტსთან" მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ მზად ვართ ორი ფინალის სათამაშოდ. დღეს რთული მატჩი გვექნება, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავს.
ჯერ მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ, შემდეგ კი, "მალაგასთან" თამაშზე გადავერთვებით.
ინციდენტი მორატასთან? ის ჩემზე გაბრაზებული არ იყო. სხვა რაღაცით იყო უკმაყოფილო და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რით. მას ვესაუბრე და ყველაფერი რიგზეა". - განაცხადა ზიდანმა.
"სელტა" და "რეალი", დღეს, 23:00 საათზე, "ბალაიდოსზე" ითამაშებენ.