Aa
Aa

"ინტერი": პოჩეტინო არ გამოდის, სპალეტი რეალურია

მილანის "ინტერის" მომავალი მთავარი მწვრთნელის საკითხი, იტალიური პრესაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა.

როგორც ცნობილია, იტალიელთა წარმომადგენელი, პიერო აუსილიო, ლონდონში იმყოფებოდა და "ტოტენჰემის" პრეზიდენტსა და თავად პოჩეტინოს შეხვდა.

"ნერაძურისათვის" სახარბიელო არაფერია, რადგან აუსილიოს აუხსნეს, რომ პოჩეტინოს "ტოტენჰემთან" გრძელვადიანი გეგმები და თავისი პროექტი აქვს.

შესაბამისად, ჩვენი იტალიელი კოლეგები ამ საკითხს დახურულად თვლიან და წერენ, რომ "ინტერის" გაწვრთნის ყველაზე რეალური შანსი ლუჩიანო სპალეტის აქვს.

ამ ვარაუდს უფრო ამყარებს ის ფაქტიც, რომ სულ ახლახანს "ინტერში" სპორტულ დირექტორად ვალტერ საბატინი დანიშნეს, რომელიც სექტემბრამდე ამავე თანამდებობაზე "რომაში" მუშაობდა და მან "შავ-ლურჯების" ხელმძღვანელებს სწორედ სპალეტის კანდიდატურა შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები