იქნება დღეს მე-500?
Aa
Aa

იქნება დღეს მე-500?

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მადრიდის "რეალი" მორიგ ბრწყინვალე მაჩვენებელს უახლოვდება. 

"სამეფო კლუბს" "ჩემპიონთა ლიგის" (1993 წლამდე "ჩემპიონთა თასის") ისტორიაში 498 გოლი აქვს გატანილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. 

გატანილი გოლებით მეორე ადგილზე "ბარსელონაა", რომელმაც მეტოქეთა კარში 459 ბურთი შეაგდო, ხოლო მესამე პოზიციას მიუნხენის "ბაიერნი" იკავებს - 415.

ასე რომ, ვნახოთ შეძლებს თუ არა "ბლანკოსი" "ატლეტიკოსთან" ამ ტურნირზე თავისთვის საიუბილეო, მე-500 გოლი გაიტანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები