"ატლეტიკოს" ფანები: "გაიტანეთ ოთხი"!..
"ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური მატჩის წინ მადრიდის "ატლეტიკოს" ხუთასამდე გულშემატკივარმა, თავიანთი კლუბის სასტუმროსთან სპეციალური აქცია მოაწყო.
მათ სხვადასხვა სახის ბანერები გამოფინეს და ფეხბურთელებს მიმართეს: "გაიტანეთ ოთხი"! - სკანდირებდნენ "როხიბლანკოს" ქომაგები.
"ატლეტიკო" და "რეალი", 22:45 საათზე, "ვისენტე კალდერონზე" ითამაშებენ.