ზიდანის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ზიდანის პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "ატლეტიკოსთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მეტოქე ეცდება, რომ ჩვენი თამაშის ჩვენების საშუალება არ მოგვცეს და ხელი შეგვიშალოს - ეს მისი სათამაშო სტილია.

ჩვენ კი ვეცდებით, რომ დაწყებული საქმე გავაგრძელოთ და საბოლოოდ მივიღოთ ის, რისთვისაც ამ სტადიონზე მოვედით.

ეს სეზონის ბოლოა, როცა ყველა შეხვედრა გადამწყვეტია. 

კლუბის ისტორია არის ის, რასაც გვერდზე ვერ გადადებ. პირიქით, ის გეხმარება ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში უფრო თავდაჯერებული იყო. 

ჩვენ და ჩვენმა ფანებმა ვიცით, რომ დიდი გუნდი ვართ და ეს კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ". - განაცხადა ზიდანმა.

"ატლეტიკო" და "რეალი", 22:45 საათზე, "ვისენტე კალდერონზე" ითამაშებენ. თამაშს თურქი ჩუნეთ ჩაქირი იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები