ვარანი "გრანადასთან" ვერ ითამაშებს, "ატლეტიკოსთან"?..
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანი, ამ უქმეებზე "გრანადასთან" შეხვედრაში მოედანზე ვერ გამოვა.
როგორც გაირკვა, ვარანს ტრავმა "ატლეტიკოსთან" მატჩისას გაუმიზეზდა და მას შემდეგ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ის ოთხშაბათს "ატლეტიკოსთან" საპასუხო მატჩში თავისი გუნდის დახმარებას.