ხავიმ
Aa
Aa

ხავიმ "ბარსა B"-ს გაწვრთნა იუარა

კატალონიური Radio Barcelona ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხავიმ "ბარსელონას" მეორე გუნდის გაწვრთნაზე უარი განაცხადა და ყატარში დარჩენა ამჯობინა.

არსებობს ვარაუდი, რომ ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელს ყატარის ეროვნული ნაკრების გაწვრთნას სთავაზობენ.

მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ ყატარში იმართება და იქაური ფეხბურთის მამებს მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ვარიანტად ხავი ჰყავთ შერჩეული. 

"ბარსელონას" 37 წლის ლეგენდა ჯერ კიდევ აქტიურ საფეხბურთო კარიერას აგრძელებს. იგი 2015 წლიდან მოყოლებული "ალ სადის" ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები